კვირკველიას შეძენა ინგლისის პრემიერ ლიგის სამ კლუბს სურს
მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული: “ლესტერ სიტი”, “კრისტალ პალასი” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “სანი” ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, რუსული კლუბი კვირკველიას 18 მილიონ ფუნტად აფასებს, ინგლისური კლუბები კი მზად არიან ის უახლოეს 48 საათში გაიფორმონ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ახლახან მოაწერა ხელი საკმაოდ გრძელვადიან კონტრაქტს მოსკოვის “ლოკომოტივთან” მას შემდეგ, რაც “რუბინის” სათადარიგოთა სკამს დააღწია თავი.