დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 31 აგვისტო
“ევერტონს” ტომას ვერმაელენი სურს
მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “ბარსელონას” ოფიციალური წინადადება გაუკეთეს ტომას ვერმაელენის არენდის წესით აყვანის თაობაზე. ამ ინფორმაციას “დეილი მირორი” ავრცელებს.
როგორც იცით, “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელის კარიერა “ბარსელონაში” ვერ აეწყო. 31 წლის ტომასმა გასულ სეზონსი მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა “ბარსელონას” მაისურით მოედანზე გასვლა.
“ბარსელონა” მარეზს უახლოვდება
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მარეზის ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას საკმაოდ პოპულარული ესპანური გამოცემა “ასი” ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა შეთანხმებას საკმაოდ მოკლე დროში მიაღწიეს. მარეზმა უკვე დატოვა ალჟირის ნაკრები, რათა “ბარსელონასთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
ლორენტეს ტრანსფერზე “ტოტენჰემიც” მუშაობს
“სანის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “სუონსი სიტის” თავდამსხმელის, ფერნარდო ლორენტეს ტრანსფერზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი შემტევის გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსიც” გამოთქვამს. “არისტოკრატები” მზად არიან 15 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ლორენტეს სანაცვლოდ.
“არსენალი” დრაქსლერის დამატების გარეშე სანჩესს არ გაუშვებს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ბაზარზე თავიანთი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირეს – “მეთოფეები” მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ სანჩესს “ემირეიტსიდან” წასვლის უფლებას, თუ დრაქსლერის ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.
როგორც იცით, დრაქსლერს პარიზში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რის გამოც არაერთხელ გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი. სანჩესის გადაბირებით კი “ქალაქელები” არიან დაინტერესებულნი.
“იუვემ” 160-მილიონიანი წინადადება უარყო
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ სცადეს ტურინის “იუვენტუსის” 10 ნომრი, პაულო დიბალას გადაბირება, თუმცა უშედეგოდ. როგორც ცნობილი ხდება, კატალონელები მზად იყვნენ, 160 მილიონი ევრო გადაერიცხათ.