U21: საქართველო პოლონეთთან გორში განადგურდა
დღეს სტარტი აიღო 2109 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევმა ციკლმა.
ერთ-ერთ შეხვედრაში გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდა. პირველმა ნახევარმა შედარებით თანაბრად ჩაიარა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე ანგარიშში აისახა. 58-ე წუთზე კოვნაცკიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. შვიდ წუთში იმავე მოთამაშემ დუბლი შეასრულა. 71-ე წუთზე კაპუსტკამ მესამე გოლიც გაიტანა.
საბოლოოდ, პოლონელებმა ანგარიშით, 3:0 მოიგეს.
ამ მარცხის შემდეგ საქართველო ნული ქულით მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ფარერის კუნძულებს უსწრებს. ხოლო, მისი დღევანდელი მეტოქე სამით – მეორეზეა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი ექვს ოქტომბერს დანიასთან სტუმრად ჩაატარებს.