ვლადიმირ ვაისი: “ამ ციკლში ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, დღეს სამი ქულის მოპოვება გვინდოდა, თუმცა თამაშიდან გამომდინარე მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, რომლის ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში თამაშობენ. გაშვებული გოლის მომენტში შეცდომა დავუშვით. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია, რადგან ბოლოს გოლის გატანის შანსი ირლანდიელებსაც ჰქონდათ.
გაშვებულ გოლს რაც შეეხება, ეს მომენტი მატჩის დასრულების შემდეგ არ მინახავს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მეკარის შეცდომა იყო. იმ მომენტში სოლომონ კვირკველიას უნდა ეთამაშა.
გუშინაც ვთქვი, რომ რთულია, როცა ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მეტოქე ფიზიკურად მზად იყო, ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ამ ციკლში საუკეთესო თამაში ჩავატარეთ.
გიორგი მერებაშვილი ეფექტური ფეხბურთელია. შესაძლოა, ის ავსტრიაში ძირითად შემადგენლობაში დავაყენო. ორი ტაიმის მაღალ დონეზე შეგვიძლია, მაგრამ ეს ყოველთვის ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. მადლობა მოთამაშეებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ.
არ მესმის, რატომ არ ათამაშებს “სპარტაკის” მწვრთნელი ჯანოს უფრო ხშირად, ის გენიალური ფეხბურთელია. ხოჭოლავას შემოსვლა ტაქტიკური ცვლილება იყო, რადგან სტანდარტული სიტუაციების დროს უკეთესად მოქმედება გვჭირდება. საგოლე მომენტების რეალიზაცია ჩვენი პრობლემაა, თუმცა ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებთ, რომელთა შემდეგაც გოლებს ვუშვებთ.
ირლანდიასთან ნავსის გატეხვა მცირე პოზიტივია. ავსტრიასთან ჯაბა კანკავა დაგვიბრუნდება, რომელიც კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს თამაში პროგრესი შეინიშნება. არის იმის საფუძველი, რომ სამომავლოდ, ამ ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელებმა მომავალში წარმატებას მიაღწიონ, არ აქვს მნიშვნელობა, ვიქნები თუ არა მწ მწვრთნელი.”