მერებაშვილი: “ყველამ დაინახა, რომ ირლანდიასთან დომინანტები ჩვენ ვიყავით”
დღეს საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ირალნდიას დაუპირისპირდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა ანაგარიშით, 1-1 დასრულდა. დაფის გოლს ყაზაიშვილმა უპასუხა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან გიორგი მერებაშვილმა ისაუბრა.
“ყველამ დაინახა, რომ დომინანტი საქართველოს ნაკრები იყო. ამას უშუალოდ თამაშიდან გამომდინარე ვამბობ. ჩვენ ირლანდიაზე მუდმივი ზეწოლა გვქონდა. უბრალოდ, ცოტა უიღბლობას ჰქონდა ადგილი. რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა – გოლი ვერ გავიტანეთ.”
“ყურადღებას გავამახვილებ დაცვაში ჩავარდნაზეც: უაზრო გოლი მივიღეთ, ფქატობრივად, არაფრის გამო გახსნეს მექტოქეებმა ანგარიში. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ხარისხიდან გამომდინარე უფრო კარგი შედეგი გვინდოდა,” – ახადებს მერებაშვილი.