გარეთ საუთგეიტი: “კეინს რონალუსა და მესის დონეზე თამაში სურს”
დღეს ინგლისის ნაკრები სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს მსოფლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გასამართ შეხვედრაში დაუპირისპირდება. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა თავის ფეხბურთელზე, ჰარი კეინზე ისაუბრა.
“ის საოცარ ფორმაშია. ჰარი გაჩერებას არ აპირებს. მას აქვს მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც სურს, იყოს საუეკთესო. კეინმა ამ მომენტშიც იცის, რამდენი გოლი აქვს გატანილი ყველა თამაშში თვითონ და რამდენი აქვთ რონალდუსა და მესის. დიახ, მას ყველაზე წინ დგომა სურს. რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს?”
“ჰარის ვენდობი. ამ ნდობის მოსაპოვებლად კი, საკმარისი დრო ჰქონდა. კეინს 21-წლამდე ნაკრებშიც ვავარჯიშებდი და მას კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, აუცილებლად გაამართლებს გაცემულ ავანსებს. ჩვენ ხომ 24 წლის მოთამაშეზე ვსაუბრობთ. კეინს ყველაფერი წინ აქვს!” – აცხადებს საუთგეიტი.