ბუფონი: “რასაც ესპანელი ქომაგები ტაშს უკრავენ, იტალიაში – უსტვენენ”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 1:0 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას ტიფოზებმა “სკუადრა აძურას” ფეხბურთელებს პასიური თამაშის გამო უსტვინეს. ამ ფაქტზე კომენტარი იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა გააკეთა.
“კი ბატონო, ქომაგებმა მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გამოხატეს უკმაყოფილება, მაგრამ ეს ჩვენი მენტალიტეტის ნაწილია. იტალიაში ბურთის ფლობა არ აინტერესებთ. როდესაც ესპანელი ფეხბურთელები ოცი მეტრის დისტანციაზე 200 გადაცემას აკეთებენ, მათ გულშემატკივარი აპლოდისმენტით აჯილდოებს, იტალიაში კი ამის გამო მოთამაშეებს უსტვენენ. ტიფოზების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რამდენჯერმე გავრისკეთ, რასაც ჩვენს კართან სახიფათო მომენტები მოჰყვა”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.