მოურინიო: “ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ლუკაკუ ამდენი უნდა ღირდეს”
გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონამ” ნეიმარი “პსჟ”-ში 222 მილიონ ევროდ გაყიდა. ამან დიდი გავლენა იქონია მთლიანად, სატრანფერო ფასებზე.
ჟოზე მოურინიოს აზრით, თავისი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ ახლა უკვე 150 მილიონი ფუნტი უნდა ღირდეს.
“ვიცოდით, რომ მალე ისეთი რამ მოხდებოდა, რაც სატრანსფერო ფასებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა. ასეთ მოვლენად ნეიმარის ტრანსფერს მივიჩნევ, რამაც ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამიტომ, ჭკვიანურად მოვიქეცით, ლუკაკუ ზაფხულში რომ ვიყიდეთ. თუნდაც, მატიჩი ახლა 60 ამ 70 მილიონი ფუნტი უნდა ღირდეს,” – აცხადებს პორტუგალიელი.