ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” “კოლხეთს” მარტივად მოუგო (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სადებიუტო შეხვედრაში “რაგბი არენაზე” ფოთის “კოლხეთი” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.
სტუმართა უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში იმერლბემა გახსნეს: მე-12 წუთზე გურამ სამუშიამ გამოიჩინა თავი.
მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე უკვე გიორგი მჭედლიშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა. “სამტრედიელებმა” მესამე გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს. ამის გაკეთება ლეგიონერმა, ანტე გიიმ მოახერხა. სამ წუთში “კოლხეთიდან” სხვაობის შემცირება გიორგი ბუხაიძემ მოახერხა.
საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 1-3 დასრულდა.
ამ მარცხის შემდეგ ფოთურ კლუბს 19 ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა. ხოლო, გია ცეცაძის შეგირდებს 48 ქულა დაუგროვდათ და მესამე ადგილზე არიან.