ოფიციალურად: ლონდონის “ტოტენჰემმა” იანსენი გაანათხოვრა
ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს მიერ დაწუნებული ვინსენტ იანსენი თავის შესაძლებლობებს თურქულ სუპერ ლიგაშიც გამოსცდის.
“მამლებმა” 23 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ერთი წლით “ფენერბახჩეში” გაანათხოვრებს. იანსენი უკვე ჩაფრინდა თურქეთში და ახალ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
იანსენი “ტოტენჰემის” რიგებში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. სადებიუტო სეზონში მან პრემიერ ლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი მხოლოდ ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.