“პარი სენ-ჟერმენმა” “მეცის” წინააღმდეგ გაიბრწყინა (ვიდეო)
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, “პარი სენ-ჟერმენი” აუტსაიდერს, “მეცს” ეწვია და გამანადგურებელი ანგარიშითაც დაამარცხა – 1:5.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ნახევარში მე-20 ადგილზე მყოფი “მეცი” საკმაოდ კარგად თამაშობდა მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ. ანგარიში 31-ე წუთზე ედინსონ კავანიმ გახსნა, რომელმაც ნეიმარის პასი გამოიყენა. 37-ე წუთზე კი რივიერემ აღადგინა წონასწორობა ანგარიშში.
მეორე ნახევარში კი დედაქალაქელებმა “მეცი” გატეხეს (მას შემდეგ რაც მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ეკოტო გააძევა) და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. გოლები კილიან მბაპეს (59′), ნეიმარის (69′), კავანისა (76′) და ლუკას მოურას (87′) ანგარიშზეა.
“მეცი”: კავაშიმა; ასუ-ეკოტო, ნიაკატე, ბისევაჩი, ბალიუ; ფილიპსი, კაფუ (უდოლი 61′); დოსევი, ფერნანდესი; რივიერე (ნგუეტე 55′)
მთავარი მწვრთნელი: ფილიპ ჰინშბერგერი
“პსჟ”: არეოლა; მუნიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ბერჩიჩე; ტიაგო მოტა (ლო ჩელსო 78′), რაბიო; დრაქსლერი, კილიან მბაპე, ნეიმარი; ედინსონ კავანი (ლუკას მოურა 77′)
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი