მერებაშვილის საგოლე გადაცემა და მოპოვებული პენალტი “ზაგლებიესთან” (ვიდეო)
გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთი მატჩი ლუბინში “სტადიონ ზაგლებიე ლუბინზე” ადგილობრივ “ზაგლებიესა” და პლოცკის “ვისლას” შორის შედგა. შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში “ვისლამ” ჩამორჩენა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა, 2-2 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ 57-ე წუთზე პირველი ბურთის გაქვითვა პლოცკური გუნდიდან პიატოვსკიმ ქართველი მოთამაშის, გიორგი მერებაშვილის პასით მოახერხა. 69-ე წუთზე კი ისევ გიორგი შეიჭრა საჯარიმოში, მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მისი შესრულება ზუსტად ვარელამ მოახერხა.
საქართველოს ნაკრების წევრი 46-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მე-80-ზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
ამ ფრის შემდეგ მერებაშვილის კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში რვა ქულით მეათეა.