“დინამო” – “შუქურა”: ჩემპიონატის პირველადგილოსანმა ბოლოადგილოსანთან ქულები სახლში დაკარგა (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა.
თბილისში, “დინამო არენაზე” “დინამო” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში არ გაიხნსა.
მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსანმა პირველადგილოსანს გაუტანა: “შუქურადან” თავი კობა შალამბერიძემ გამოიჩინა. რვა წუთში აჭარელთა მოთამაშემ, გიორგი კახელიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. შეხვედრის მესამე დამატებით წუთზე ენვერ ლილუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და “დინამოს” ქულა გადაურჩინა.
საბოლოოდ, 1-1.
“დინამო” 57 ქულით პირველია. “შუქურას” 12 ქულა აქვს და მეათე პოზიციაზეა.