მოურინიო: “ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში მატიჩზე უკეთესთან ბევრთან მიმუშავია”
ჟოზე მოურინიომ პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაქო “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულს, ნემანია მატიჩს, რომელთან ერთადაც ის “ჩელსიშიც” მუშაობდა.
“მატიჩი განსაკუთრებულია, ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში მატიჩზე უკეთესთან ბევრთან მიმუშავია. თუმცა გვქონია უსიამოვნო შემთხვევებიც. მაგალითად, როდესაც 45-ე წუთზე შესული მატიჩი 70-ე, თუ 75-ე წუთზე შევცვალე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო რამ, მსგავსი რამ ორჯერ მაქვს ჩემს კარიერაში გაკეთებული.
ჟურნალისტებს კი სხვა არაფერი უნდოდათ. ამის გამო ორივე ნაწყენები ვიყავით, თუმცა შემდეგ დღეს მატიჩი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემი ესმოდა.
მალევე გამიშვეს კლუბიდან, ასე რომ დიდი ხანი ვერ გაგრძელდა შემდეგში ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მას ყოველთვის ერთ-ერთ “ჩემიანად” ვთვლიდი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.