ოფიციალურად: ფოთის “კოლხეთს” ალექსანდრე შტელინი გაწვრთნის
ფოთის “კოლხეთი” 25 აგვისტოს დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, გელა სანაიამ. ამ დროის მანძილზე მეგრელებს ნუგზარ თვარაძე ხელმძღვანელობდა.
დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “კოლხეთს” სათავეში ალექსანდრე შტელინი ჩაუდგება.
63 წლის სპეციალისტი უკრაინის და ბელგიის მოქალაქეა, ხოლო სამწვრთნელო საქმიანობას უკრაინაში, ბელგიაში, მოლდოვაში და საქართველოში ეწეოდა. 2002-03 და 2015-16 წლების სეზონში იგი ქუთაისის ,,ტორპედოს” თავკაცი იყო.