ტერ შტეგენი: “ბარსელონა” წინა სეზონისგან განსხვავებული კლუბია”
ხვალ კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პრიველი ტურის შეხვედრაში უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ “ბლაგურნას” მეკარემ, მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა თავის გუნდის განვითარებაზე ისაუბრა.
“ჩვენი თამაში ახალი მწვრთნელის იდეებით ცოტათი შეიცვალა. ახლა უფრ მეტი სივრცის დაკავებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ერთი სისტემით თამაშობს. თუმცა, ტაქტიკა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, შევცვალოთ. დიბალას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, თუმცა “იუვენტუსის” მთავარი კოზირი გუნდური თამაშია.”
“ბუფონი? ის ლეგენდაა. მიუხედავად ასაკისა, “ჯიჯი” უმაღლეს დონეზე თამაშობს. როცაა ის კარიერას დაამთავრებს, მის მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემა მექნება.”
“წარსული წარსულია და რევანშზე ფიქრს არ ვპირებთ. უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობები გვინდა, ვაჩვენოთ,” – აცხადებს გერმანელი მეკარე.