დიბალა: “ბარსელონა” ყოველთვის “ბარსელონად” დარჩება”
ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ კატალონიურ “ბარსელონაზე” ისაუბრა, რომელთანაც ზაფხულში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აკავშირებდნენ.
“ბარსამ” ნეიმარის სახით უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ მის ნაცვლად სხვა, არანაკლებ ძლიერი მოთამაშე მოიყვანეს. რაც არ უნდა მოხდეს, “ბარსელონა” ყოველთვის “ბარსელონა” იქნება. ამ გუნდს უდიდესი ისტორია, სახელი და დიდება აქვს.
ლა ლიგაში მათ ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვიათ, ასე რომ, ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თუ გვინდა, რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოთ. დაცვაში კი ერთობლივად, ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ.
ვითამაშებ თუ არა მესის გვერდით? საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი, მესის მხარდამხარ ნაკრებში თამაშის შანსი რომ მეძლევა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში,” – აცხადებს დიბალა.