ვალვერდე: “სუპერთასის წაგების შემდეგ, კარგ ფორმაში შევედით და “იუვესაც” მომზადებულები ვხვდებით”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.
შეხვედრის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“თავიდანვე გეტყვით, რომ ჯერ არ ვიცი, დაიწყებს თუ არა უსმან დემბელე პირველივე წუთიდან თამაშს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სრულიად მზად იქნება. ის კარგად ვარჯიშობს და გუნდთან ნელ-ნელა ინტეგრირდება.”
“სუპერთასზე დამარცხება დავიწყებას მიეცა, ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. პროგრესირება და გამარჯვებულის პოზიციაზე ყოფნა გვსურს.”
“გასულ უქმეებზე 5-0 ვიმარჯვეთ, გვინდა რომ ყველა ტურნირზე დამაჯერებლად მოვიგოთ და ასე გავაგრძელოთ სვლა. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას. “ბარსა” რამდენიმე სეზონის მანძილზე გახდა ჩემპიონი და ახლაც იგივე გვსურს. ჩვენ დღეს უძლიერესი კლუბის წინაარდეგ ვითამაშებთ. მათ ბონუჩი დაკარგეს, რაც ხელს გვაძლევს. დიდი ხანი არ გასულა, რაც ერთმანეთს ვეთამაშეთ. “იუვე” ბურთს კარგად ამოძრავებს და პრესინგსაც სწორად თამაშობს. ჩვენ დომინირებას და მათ დამარცხებას შევეცდებით” – აცხადებს ვალვერდე.