მატეო კოვაჩიჩს დიაგნოზი დაუსვეს
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ნიქოზიის “აპოელი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო მატეო კოვაჩიჩი. ხორვატმა ნახევარმცველმა მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა და იგი ტონი კროოსმა ჩაანაცვლა.
მეტეოს გუშინ გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მას მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთზე აქვს დაზიანება. შესაბამისად, 23 წლის ნახევარმცველს, დაახლოებით, ორი თვის მანძილზე მოუწევს უქმობა.
თუ ზინედინ ზიდანი სასტარტო შემადგენლობიდან ვინმეს დასვენებას გადაწყვეტს, უკვე შანსი კლუბის ახალწვეულს, დანი სებალოსს მიეცემა.