“კიოლნმა” “არსენალს” ბოდიში მოუხადა
გერმანული “კიოლნის” ხელმძღვანალები “არსენალს” ბოდიშს უხდიან ლონდონში გერმანელი გულშემატკივრების მიერ გამოწვეული ქაოსური მდგომარეობის გამო და ამავდროულად ინგლისური კლუბს გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებენ.
გერმანული კლუბმა ბოლო ოცი წლის მანძილზე პირველად იასპარეზა ევროპულ სარბიელზე. სადებიუტო მატჩი “კიოლნმა” ლონდონში, “არსენალის” წინააღმდეგ გამართა, სადაც კლუბს 20 000 ფანი წაყვა. გერმანელი გულშემატკივებისთვის კი მხოლოდ 3 000 ადგილი იყო გამოყოფილი 60 000-იანი “ემირეიტსიდან”.
ფანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ადგილი “არსენალის” გულშემატკივართა სექციაში დაიკავა, რამაც არეულობა გამოიწვია და მატჩი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო (3-1).
“ბილეთებზე ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, აქიდან გამომდინარე, შეიძლებოდათ, რომ მოედანზე “კიოლნის” ფანებისთვის 5%-ზე უფრო დიდი ადგილი გამოეყოთ. ბუნებრივი იყო, რომ ისინი ყველანაირად ეცდებოდნენ ბილეთის ხელში ჩაგდებას, რაშიც დახმარება მასპინძლებმაც გაუწიეს. “არსენალის” ზოგმა ფანმა უფასოდ აჩუქა გერმანელ სტუმრებს ბილეთები, ზოგმა კი საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.
“კიოლნი” ბოდიშს უხდის ინგლისურ კლუბს ამ ყველაფრის გამო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ფანები სტიუარდებსა და პოლიციელებს უმიზეზოდ არ შეუტევდნენ. ჩვენი აზრით, დიდი გამოცდილების მიუხედავად, სტადიონის დაცვა მოუმზადებელი შეხვდა ამ მატჩს,” – ვკითხულობთ ოფიციალუ განცხადებაში.