“სამტრედიამ” “ლოკომოტივს” 90+3 წუთზე გიის მიერ გატანილი გოლით მოუგო (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები იმართება.
სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივი “სამტრედია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. ანგარიში პირველ ტაიმში არ გაიხსნა.
მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ანტე გიიმ გაიტანა და იმერლები წინ გაიყვანა. ირაკლი სიხარულიძემ 68-ე წუთზე გაათანაბრა. ყველაფერი 90+3 წუთზე გადაწყდა, როცა გიიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბს სამი ქულა მოუტანა.
საბოლოოდ, 2-1 “სამტრედიელთა” სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით იმერლები, ჯერჯერობით, მეორე ადგილზე არიან. მათ 51 ქულა აქვთ. “ლოკო” 42 ქულით მეოთხეა.