“ბირმინგემმა” ჰარი რედნაპი დაითხოვა
“ბირმინგემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰარი რედნაპი დაითხოვა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი წარუმატებელი შედეგები გახლავთ. გუნდმა უკანასკნელი ექვსი მატჩიდან ექვსივე მარცხით დაასრულა და ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ ჰარი რედნაპი “ბირმინგემის” თავკაცის პოსტზე ამა წლის აპრილში დაინიშნა. 70 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან ჩემპიონშიფში ადგილი შეინარჩუნა, რის შემდეგაც რედნაპთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე გახანგრძლივდა, თუმცა მუშაობა მხოლოდ ხუთი თვით დასცალდა.