მჭედლიძე: “ოპერაციამ კარგად ჩაიარა – ნოემბრის ბოლოს დავბრუნდები”
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ ტრავმა გასულ სეზონში, “მილანთან” სტუმრად თამაშის დროს მიიღო. შესაბამისად, ტოსკანელთა შემტევს 23 მარტის შემდეგ არ უთამაშია.
ქართველი ფეხბურთელი ზაფსულში უნდა გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა ფეხზე არსებული დაზიანება ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. მას ოპერაცია დასჭირდა, რომელიც 15 სექტემბერს ბარსელონაში გაიკეთა.
Fanebi.Com-ი დაუკავშიურდა ლევანს და მის ამჟამინდელ მდომარეობაზე ჰკითხა.
“მილანთან” ძალინ ცუდი ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც ფეხი ჯერ კიდევ გასაწმენდი იყო. დაზიანება გამიმიზეზდა და დაბრუნების შანსი არ იყო, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი. საბოლოოდ, გუშინწინ ბარსელონაში ოპერაცია ჩამიტარდა, ახლა ყველაფერი კარგადაა. მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ექიმმა მიმკურნალა და ძალიან კმაყოფილი ვარ.”
“ახლა ვმკურნალობ და ნელ-ნელა უნდა გმოვჯანმრთელდე. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში შევძლებ თამაშს,” – აცხადებს მჭედლიძე.