16-წლამდელების პირველი შეკრება
18 სექტემბრიდან პირველ შეკრებას იწყებს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები. მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე გუნდს სასტუმრო „მოხალისეში“ შეკრებს, 25 და 27 სექტემბერს კი ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის ნაკრებთან.
შეხვედრები მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. დასაწყისი 16 საათზე.
ზვიად ჯელაძემ პირველ შეკრებაზე 23 ფეხბურთელი მიიწვია:
მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), დათი სომხიშვილი (საბურთალო);
მცველები: ალექსანდრე ტეფნაძე (სფფ აკადემია), ლაშა კვარაცხელია (სფფ აკადემია), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ზაზა გუგეშაშვილი (საბურთალო), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (საბურთალო), ნიკა კოკაია (აკადემია ზუგდიდი);
ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (სფფ აკადემია), ლევან ოსეყმაშვილი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (საბურთალო), ცოტნე ბუკია (აკადემია ზუგდიდი), ნიკოლოზ ქობულაძე (ტორპედო), მურთაზ სანებლიძე (ტორპედო);
თავდამსხმელები: ავთო თოხაძე (სფფ აკადემია), ნიკა კონიაშვილი (დინამო თბ), შალვა ობგაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ლუკა ტორონჯაძე (აკადემია ზუგდიდი).
სფფ-ის პრესსამსახური