“მილანის” საუკეთესო სტარტი ბოლო ათი წლის მანძილზე
“ლაციოსთან” გამანადგურებელი ანგარიშით (4:1) განცდილი მარცხის შემდეგ, “როსონერის” ფეხბურთელებმა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია შეძლეს და იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში “უდინეზე” მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხეს.
შედეგად, ვინჩენცო მონტელას გუნდს ოთხი ტურის შემდეგ სამი მოგება და ერთი წაგება უგროვდება და ამ დროისთვის ცხრა ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს სერია ა-ს სატურნირო ცხრილში.
აღსანიშნავია, რომ “მილანელებს” ოთხი ტურის შემდეგ ცხრა, ან ცხრაზე მეტი ქულა ბოლოს 10 წლის წინ ჰქონდათ დაგროვებული. ეს 2006/07 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “მილანმა” 4 ტურში 10 ქულის შეკოწიწება მოახერხა.
რაც შეეხება ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერებს, “ნაპოლი”, “იუვენტუსი” და “ინტერი” ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ და 12-12-12 ქულით პირველ, მეორე, მესამე ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო ტურში კი “მილანის” მეტოქე “სპალი” იქნება.