რა მოხდა “პარი სენ-ჟერმენის” გასახდელში “ლიონთან” მატჩის შემდეგ
18 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარის სენ-ჟერმენი” საკუთარ მოედანზე “ლიონს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე პარიზელ ფეხბურთელებს შორის ორი ინციდენტი მოხდა. ერთ შემთხვევაში კავანიმ ნეიმარს პენალტი არ დაუთმო, მეორე შემთხვევაში კი დანი ალვეშმა კავანის საჯარიმო დარტყმის უფლება არ მისცა და ბურთი ნეიმარს გადასცა.
ფრანგული გაზეთი L’Equipe იუწყება, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გასახდელში ნეიმარსა და კავანის შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ისინი კაპიტანმა, ტიაგო სილვამ გააშველა.
უნდა აღინიშნოს, რომ კავანიმ სტადიონი გაბრაზებულმა დატოვა – ის ჟურნალისტებისათვის გამოყოფილ ზონაში არც კი გამოჩენილა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნეიმარმა სოციალურ ქსელ Instagram-ში კავანის ანგარიშის გამოწერა გააუქმა.
Cavani and Neymar were restrained by Thiago Silva from fighting in the dressing room last night, Cavani then left through a back door. pic.twitter.com/AnNZsDngQ0
— Mootaz Chehade (@MHChehade) September 18, 2017