დემბელეს ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა
უსმან დემბელემ ლა ლიგა სანტანდერის წინა ტურის შეხვედრაში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო. ფრანგ ფეხბურთელს ოპერაცია დღეს ჩაუტარდა.
როგორც კატალონიელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება, უსმანის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ პროცესს ქირურგი, საკარი ორავა ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, 20 წლის ახალგაზრდის ბარძაყს საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც ცნობილია, დემბელე სამიდან ოთხ თვემდე ვადაში დაუბრუნდება მოედანს.