ნოიერი 2017 წელს ვეღარ ითამაშებს
მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერი, მანუელ ნოიერი კლუბს 2018 წლის იანვრამდე ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ ბავარიელთა ოფიციალური საიტი იტყობინება.
მანუელს მარცხენა ფეხზე არსებულ მოტეხილობაზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გერმანელი კიპერი რამდენიმე თვის მანძილზე გააგრძელებს მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა ტრავმა იმავე ფეხზე გასული სეზონის აპრილში მიიღო, ოპერაციაც გაიკეთა და აგვისტოში მოედანს დაუბრუნდა. თუმცა, მას ახლა ახალი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.