შალვა ნათელაშვილი: “კალაძე “მილანში” შევჩენკომ და ქურდებმა გააგზავნეს”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძე მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავი არ იყო და ის “მილანში” ანდრეი შევჩენკოსა და კანონიერი ქურდების დახმარებით მოხვდა.
ნათელაშვილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 29 სექტემბერს თბილისში გასამართ საქველმოქმედო მატჩზეც ჰკითხეს, მან კი შეხვედრა კალაძის პიარკამპანიად შეაფასა.
“ეს არის ქურდების გაზრდილი კალაძის ურცხვი პიარი. მაგის გამზრდელი ოფიციალური პირები კანონიერი ქურდები არიან, ახლა იმ კანონიერი ქურდების სახელისა და გვარების ჩამოთვლა არ მინდა. ეს არის წინასაარჩევნოდ გამოყენებული ურცხვი პიარი იმ კალაძისა, რომელმაც ბანდიტ კობიაშვილთან ერთად ბიუჯეტს ააფრცქვნა 300 მილიონი ფეხბურთის განვითარებისათვის და რომელმაც ადრეული ავტოგოლების შემდეგ ქართული ფეხბურთი მოკლა.
კალაძე არავითარი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი არ იყო. ის შევენკომ და ქურდება გააგზავნეს იტალიის “მილანში”, მოხვდა იქ ქურდ პატრონთან, ბერლუსკონისთან, რომელიც იტალიური მაფიის მამაა, ცნობილი პუტინის ძმაკაცი და შეიქმნა ხელოვნური და ყალბი იმიჯი “არმანის” გადაღებებით”, – განაცხადა ნათელაშვილმა თოქ-შოუ “რეაქციაში”.