“ევერტონმა” უეინ რუნი 300 000 ევროთი დააჯარიმა
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, უეინ რუნიმ ბოდიში მოიხადა “უპატიებელი საქციელის” გამო და მზადყოფნა განაცხადა, სათანადოდ დაისაჯოს საკუთარი ოჯახის საფრთხეში ჩაგდების გამო.
როგორც ცნობილი ხდება, 31 წლის ფეხბურთელი პოლიციელებმა მაშინ შეაჩერეს, როდესაც 29 წლის ლაურა სიმფსონი სახლში მიჰყავდა “ვოლკსვაგენ ბიტლის” მეშვეობით. ეს ყველაფერი პირველი სექტემბრის ღამის ორ საათზე ხდებოდა.
გასაკვირი არაა, რომ ამ დროს უეინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მის სისხლში (ყოველ ას მილიგრამში) დასაშვები, 35 მილიგრამის ნაცვლად 104 მილიგრამი იყო ალკოჰოლის მოცულობა.
სასამართლომ უეინ რუნის მართვის მოწმობა ორი წლით ჩამოართვა და გარდა ამისა, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება დააკისრა. “ევერტონმა” კი ეს უკანასკნელი 300 000 ევროთი დააჯარიმა.