საქველმოქმედო მატჩში მონაწილე სამი ქართველი ვარსვკლავის ვინაობა ცნობილია
29 სექტემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ითამაშებენ.
ბორჯომის ტყის აღსადგენად ერთმანეთის წინააღმდეგ “World XI” და “GFF XI” წარსდგებიან.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით შეხვედრაში მონაწილე ქართველი ვარსკვლავებიდან მხოლოდ სამის ვინაობაა ცნობილი. “დინამო არენაზე” კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე და ალექსანდრე იაშვილი ითამაშებენ, დარჩენილი ფეხბურთელების შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს თბილისში კარლეს პუიოლი, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, დიდა, რივალდო, სერჟინიო, ზვონიმირ ბობანი, ხავიერ ძანეტი, ერნან კრესპო, ლუკა ტონი, პაოლო მალდინი, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, დემეტრიო ალბერტინი, მარკო დელვეკიო, მასიმო ოდო, ანჯელო დი ლივიო, სებასტიან ფრეი, კრისტიან აბიატი, ენრიკი ანონი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, მაურო ტასოტი, დარიო შიმიჩი, ივან კორდობა, პიეტრო ვერხოვოდი და იბრაჰიმ ბა ჩამოვლენ.