დენის სუარესი: “იმედი მაქვს, სათამაშო დრო ისევ მექნება და გოლების გატანას გავაგრძელებ”
გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ეიბარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 6-1 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა “ბლაგურნას” ფეხბურთელმა, დენის სუარესმა. მან 38-ე წუთზე პაულინიოს გაუკეთა საგოლე გადაცემა. ხოლო, 53-ეზე თვითონ გაიტანა. ასევე, პოკერი შეასრულა ლიონელ მესიმ. შეხვედრის შემდეგ სუარესი ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ბედნიერი ვარ იმ შედეგით, რომელისაც დღეს მივაღწიეთ. სასიამოვნოა, როცა შენი კლუბის წარმატებაში წვლილი შეგაქვს. იმედი მაქვს, თამაშს და გოლების გატანას გავაგრძელებ. მეტოქეს 0-0-ზე რამდენიმე შანსი ჰქონდა, რომ ანგარიში გაეხსნა. თუმცა, პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა.”
“მესი ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს. ცალკე სიამოვნებაა მისი თამაშის ცქერა, ლეოს გვერდზე ასპარეზობა კი ყველასთვის სანატრელია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამაში ეჭვია არავინ უნდა შეიტანოს,” – განაცხადა სუარესმა.