დანი ალვეში ფორლანს: “მოკეტე და ჩემი სახელის ცუდად ხსენება შეწყვიტე!”
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანი, დიეგო ფორლანი საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში, კავანისა და ნეიმარს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
ფორლანმა COPE-სთან საუბარში თანამემამულე ენდინსონ კავანის გამოექომაგა და ნეიმართან ერთად, დანი ალვეში გააკრიტიკა.
“კავანისთან არ მისაუბრია. ფაქტია, დანი ალვეშმა ედინსონს ბურთი წაართვა და ის ნეიმარს გადასცა. კავანი იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ პენალტებს ასრულებდა და მან კვლავაც ასე უნდა გააგრძელოს. ამ შემთხვევაში დამნაშავე ნეიმარია, თუმცა არც ის გამიკვირდება, რომ პენალტების შემსრულებელი ნეიმარი გახდეს, რადგან შესაძლოა, კლუბს მარკეტინგული მხარე უფრო აღელვებდეს” – თქვა ფორლანმა.
დიეგო ფორლანის ინტერვიუს სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით დანი ალვეში გამოეხმაურა: “არ ვიცი, რომელ მატჩს უყურე, მაგრამ ინფორმაციისათვის, ბურთი არავისთვის წამირთმევია. ასევე, ინფორმაციისათვის, პსჟ-ში ბოლო ჯარიმა მე გავიტანე… ამიტომ, მოკეტე და ჩემი სახელის ცუდად ხსენება შეწყვიტე.”
Y también para vuestros datos el último gol de falta de Psg lo hice yo…. así que cierren el orto y dejar de hacer polémica con mi nombre. https://t.co/1L1wALowQU
— Daniel Alves (@DaniAlvesD2) September 21, 2017