დიეგო კოსტა: “კონტეზე ნაწყენი არ ვარ”
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეზე ნაწყენი არ არის. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი იტალიელ სპეციალისტთან მომხდარი კონფლიქტის გამო “ჩელსიში” არ ვარჯიშობდა და “ატლეტიკოში” ტრანსფერს ელოდებოდა.
“არაფერი არ მომხდარა ისეთი, რის გამოც უკმაყოფილო უნდა ვიყო. კონტეზე ნაწყენი არ ვარ. არც არაფერს ვნანობ. ყველაფერი კარგად არის. ყველამ კარგად იცის, როგორ მიყვარს “ჩელსის” ფანები”, – ციტირებს დიეგო კოსტას სიტყვებს “სქაი სპორტსი”.