ზიდანი: “ვინც თვლით, რომ ლა ლიგა დასრულდა, გილოცავთ, თუმცა ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ”
მადრიდის “რეალი” ლა ლიგაში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. კლუბმა ხუთ ტურში მხოლოდ რვა ქულას მოუყარა თავი და მოსისხლე მტერ “ბარსელონას” შვიდი ქულით ჩამორჩება. ხვალ “ბლანკოსი” სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრის წინ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“ბევრი ადამიანი თვლის, რომ ლა ლიგა დასრულდა და მას გამარჯვებული უკვე ჰყავს. ასეთებს ვულოცავ, თუმცა, ჩვენ მათსავით არ ვფიქრობთ. სეზონი ძალიან გრძელია და ბრძოლას ვაპირებთ!”
“ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ ვერ გამოვიყენეთ ამდენი მომენტი სხვადასხვა შეხვედრაში. არ ვღელავ და არ ვფიქრობ გამოუყენებელ შანსებზე. ჩვენი საქმე ანალიზი და განვითარებაა. ასე მშვიდად არ ვიქნებოდი, მომენტებს რომ ვერ ვქმინდეთ.”
“არ ვიცი, როდის ვიხილავთ საუკეთესო ბეილს. ვიმედოვნებ, ეს მალე იქნება. ის განვითარებას განაგრძობს და გვჯერა, რომ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, “ბეტისთან” შესანიშნავად ითამაშა,” – განაცხადა ზიდანმა.