ეროვნული ლიგა: “დილამ” და “ლოკომოტივმა” თავიანთ მოედნებზე იმარჯვეს (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მორიგი შეხვედრები შედგა.
გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილამ” “სამტრედია” მიიღო. მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე დავით კირკიტაძემ გახსნა. ზუსტად ათ წუთში ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა. 32-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ ერთი ბურთი გაქვითა.
საბოლოოდ, ეს დაპირისპირება გორელებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს. მათ 31 ქულაა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. “სამტრედია” 51 ქულით მესამეა.
თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. სიხარულიძის (11 და 22 წუთები) დუბლსა და დიასამიძის (55 წთ) გოლს, იმერლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.
საბოლოოდ, 3:0 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ.
თბილისურ კლუბს 45 ქულა აქვს და მეოთხეა. “ჩიხურა” 40-ით მეექვსე ადგილზეა.