მხითარიანი:”ბევრს ვმუშაობ და უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ არსებობს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰენრიკ მხითარიანმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ევროპულ სარბიელზე ისე ვერ ახერხებდა თამაშს, როგორც პრემიერ ლიგაში, პრესასთან ამ პრობლემაზე ისაუბრა.
“გასულ სეზონში სულ სხვა სიტუაცია იყო, წელს კი ყველაფერი შეიცვალა. ვარჯიშებზე გაცილებით უფრო მეტს ვვარჯიშობ. სეზონი კარგად დავიწყე და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ასევე გავაგრძელო.
გასულ სეზონში ძალიან დიდი დრო გავატარე ლაზარეთში ტრავმების გამო და უმეტეს შემთხვევაში თავს კარგად არ ვგრძნობდი. წელს კი ეს პრობლემა აღარ მაწუხებს, თანაგუნდელებსაც შევეწყვე და იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ გოლს გავიტანთ.
ბევრს ვმუშაობ და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ საზღვრები არ არსებობს. ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი სასტარტოში მოხვედრას და არ ვაპირებ ამ უფლების ხელიდან გაშვებას,” – აცხადებს მხითარიანი.