რის გამო შეცვალეს ტიმო ვერნერი “ბეშიქთაშთან” შეხვედრაში
26 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სტამბულის “ბეშიქთაშმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მოულოდნელად, მატჩის 32-ე წუთზე სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა, ტიმო ვერნერმა მოედანი დატოვა და მის მაგივრად თამაშში კლოსტერმანი ჩაერთო. როგორც გაირკვა, ტიმო ვერნერი სტადიონის ატმოსფეროს გამო შეცვალეს. 21 წლის ფეხბურთელმა ხმაურს ვერ გაუძლო. მართალია, მან ყურის საცობებიც გამოიყენა, თუმცა ამით პრობლემა ვერ მოგვარდა.
“მსგავსი ატმოსფერო ცხოვრებაში არსად მინახავს. თამაშზე კონცენტრირება მიჭირდა. ყურის საცობები მოვითხოვე, თუმცა ესეც ვერ დამეხმარა. თავს კარგად ახლაც ვერ ვგრძნობ”, – განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა თავდამსხმელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერნერს სისხლის მიმოქცევის პრობლემა აქვს, რაზეც გავლენას ხმაურიც ახდენს.
Timo Werner was subbed for Leipzig tonight in Besiktas due to "hearing issues". Crazy. ? pic.twitter.com/N1ZpaHCgLw
— The Man Utd Way (@TheManUtdWay) September 26, 2017