WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (341888) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

კლოპი “ბაიერნიდან” ანჩელოტის წასვლას გამოეხმაურა

თარიღი: სექტემბერი 29, 2017

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი კარლო ანჩელოტის მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა “პაპა კარლომ” ეს გადაწყვეტილება “პსჟ”-სთან დამარცხების შემდეგ (3:0) მიიღო.

“სიმართლე გითხრათ, ფეხბურთში უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებს. “პარი სენ-ჟერმენთან” მათი თამაში ვნახე. ფეხბურთი ასეთია – ხშირად სწორედ ინდივიდუალისტები წყვეტენ მატჩის ბედს.

საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო. ბუნებრივია, რომ ასეთი შედეგი “ბაიერნის” უფროსებისთვის მისაღები არ იყო და ამიტომაც მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება. პირადად მე, სხვა რეალურ მიზეზს ვერ ვხედავ.

კარლო ძალიან, ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ ღამეში ყველანაირი ცოდნა არ დაუკარგავს. უბრალოდ ხდება ხოლმე, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ვერ უგებს. მჯერა, რომ კარლო ფანტასტიკურ კლუბში გააგრძელებს მუშაობას, “ბაიერნი” კი ახალ მწვრთნელთან ერთად უფრო ძლიერი იქნება,” -აცხადებს კლოპი.



მსგავსი სიახლეები