ჰარი კეინი რონალდუს კვალდაკვალ
“ტოტენჰემის” ცხრიანი ჰარი კეინი კრიშტიანო რონალდუს გაუთანაბრდა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით.
როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დღეს დუბლი გაიფორმა “ჰარდფილდის” წინააღმდეგ. ინგლისელის მეორე გოლი კი, განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მისი წყალობით რონალდუს დაეწია და პორტუგალიელის გასაოცარი შედეგი გაიმეორა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს ამ შედეგის მისაღწევად ექვს სეზონში ჩატარებული 196 შეხვედრა დასჭირდა, კეინი კი მხოლოდ მეოთხე სეზონს ატარებს და მან ეს ყოველივე 123 შეხვედრაში შეძლო.
ასევე, გასაოცარია მისი მეორე შედეგიც, მას შემდეგ, რაც კეინი პრემიერ ლიგაში თამაშობს 26 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ მოუწია მოედანზე გასვლა და აქედან 25-ს გოლი გაუტანა, მან მხოლოდ “კარდიფ სიტის” კარის აღება ვერ მოახერხა ჯერ-ჯერობით.
უნდა ითქვას, რომ ინგლისელმა ცხრიანმა 2017 წელს 27 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 13 -ჯერ სექტემბრის თვეში, ფაქტია ჰარი კეინი ფორმის პიკისაკენ მიიწევს.