“არსენალი” “პსვ”-ს ახალგაზრდა შემტევს აკვირდება
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ჰოლანდიაში გამორჩეული სკაუტები გაგზავნეს და მათ “პსვ ეინდოვენისა” და მექსიკის ნაკრების ახალგაზრდა გარემარბის, ირვინგ ლოსანოსთვის თვალყურის დევნება დაავალეს.
როგორც იცით, 22 წლის მექსიკელი შემტევი ევროპაში მოთამაშე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ცენტრალურ ამერიკელად სახელდება. ჰოლანდიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ “პაჩუჩას” 10 მილიონი ევრო გადაუხადა.
ჰოლანდიური პრესის ცნობით, “მეთოფეებს” ლოსანოს ტრანსფერის განხორციელება იანვარში სურთ და მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღონ.
ირვინგმა უკვე მოასწრო ნაკრების მაისურით 20 მატჩში თამაში, ჰოლანდიაში გადასვლამდე კი მან 120 მატჩი ჩაატარა პროფესიონალურ დონეზე თავის ყოფილ კლუბში.