ფიფამ შესაძლოა, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ (FIFA) ესპანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (რეფერენდუმი ესპანეთისა და კატალონიის გაყოფის თობაზე) საკუთარი პოზიცია საკმაოდ გარკვევით დააფიქსირა.
ყველაზე პოპულარული ესპანური გამოცემა, Marca ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ფიფა” ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთით ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის სიტყვების მიხედვით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში ფედერაცია “ბარსელონასა” და სხვა კატალონიურ კლუბებს ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში თამაშის უფლებას არ მისცემს.
ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციაში თვლიან, რომ მსგავსი ნაბიჯი სრულიად გაუმართლებელია და რომ პოლიტიკა ფეხბურთში არ უნდა ერეოდეს.
დისკვალფიიკაციის შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრები ოფიციალურ მატჩებში, ხოლო ესპანური კლუბები ფიფას ეგიდით გამართულ თამაშებში ვერ შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.