ვილიან დონატო “აგუერო ემოციურად ძალიან ცუდადაა”
“მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ფორვარდი სერხიო აგუერო, ამსტერდამში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეაბილიტაციის კურს გადის.
როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმი აცხადებს, სერხიოს დაზიანებები არც თუ ისე უმნიშვნელოა, ამიტომაც ფორვარდს, მინიმუმ ექვსი კვირით დასვენება მოუწევს.
ნაკრების ექიმი, ვილიან დონატო: “ემოციურად ის საკმაოდ ცუდადაა, რადგან მას აქ ყოფნა და ჩვენი დახმარება სურს. მინიმუმ, აგუეროს თვენახევარი მოუწევს დასვენება. ამ მომენტისათვის, მას სახლის დატოვებაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად. მისთვის ეს ყველაზე რთულია.” – განაცხადა ვილიან დონატომ.
სერხიო აგუეროს, რომელსაც მხოლოდ ერთი გოლი აშორებს “მანჩესტერ სიტის” ყველა დორის საუკეთესო ბომბარდირ, ერიკ ბრუკის რეკორდის დასამხობად, არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” გასამართ ორივე დაპირისპირების და 5 ნოემბერს “არსენალის” წინააღმდეგ.