რომან გოცირიძე: “ისე ანაღვლებს რივალდოს ბორჯომის ტყე, როგორც მე…”
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ჩეჩნეთში გასამართ ვეტერანების მატჩს გამოეხმაურა. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, რომ თბილისში ჩამოსულ ლეგენდებს დიდი ფული გადაუხადეს.
3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთში რამზან კადიროვის ინიციატივით მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რუსი და იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოში მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი და სტეფანო ფიორე ითამაშებენ, მათგან ერთ-ერთი – მასიმო ოდო 29 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა.
“კალაძის მიერ ჩამოყვანილი საფეხბურთო შოუ-გუნდი მორიგ გასტროლებს ჩეჩნეთში გამართავს. 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად ითამაშებს გროზნოში. მატჩს ჰქვია ”კადიროვის გუნდი იტალის ნაკრების ლეგენდების წინააღმდეგ”.
ამაში რომ დიდი ფულია გადახდილი, არავის შეეპარება ეჭვი მამალი ქოცის გარდა. თბილისში რომ მათ ჩამოსაყვანად დიდი ფული იყო გადახდილი, ამაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი.
კარგი საარჩევნო საჩუქარი გაუკეთეს კალაძეს???
ბორჯომის ტყეო!
ისე ანაღვლებს რივალდოს ბორჯომის ტყე, როგორც მე მანაღვლებს ბრაზილიის ჯუნგლებში ასწლოვან მუხაზე დაცემული მეხი”, – წერს გოცირიძე.