ჩაბი ალონსო: “ჯერარდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ “ლივერპულს” უთავკაცოს”
“ლივერპულის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სტივენ ჯერარდის პირველ ნაბიჯებს სამწვრთნელო საქმიანობაში. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი “ლივერპულის” 18-წლამდე გუნდს თავკაცობს, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა. ჯერარდმა 19-წლამდელთა გუნდიც ჩაიბარა, რომელიც უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობს.
“ყურადღებით ვაკვირდები ჯერარდის პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გახდეს კარგი მწვრთნელი და ჩაიბაროს “ლივერპული”.
მისი ცოდნა აუცილებლად დაეხმარება ახალგაზრდა ბიჭებს. შესაძლოა, იყო კარგი ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელობაც კარგად გამოგივა. მწვრთნელად მუშაობა სულ სხვა საქმიანობაა. ჯერარდი მთლიანად თავის საქმეზეა გადართული და მჯერა, რომ მას ყველაფერი გამოუვა”, – ციტირებს ალონსოს სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.