“ტოტენჰემი” ზამთარში როს ბარკლის დაიმატებს
მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემში” კიდევ ერთი ინგლისელი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს, რაც დიდი ალბათობით, დადებით გავლენას იქონიებს ინგლისის ნაკრების შედეგიანობაზეც.
The Telegraph-ის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი ნახევარდაცვის ცენტრში ერიკ დაიერისა და როს ბარკლის დაწყვილებას გეგმავს. ამ გეგმის წარმატებულობის შემთხვევაში, 23 წლის ბარკლი დიდი ალბათობით, გარეთ საუტგეიტის გუნდშიც მოიპოვებს სანატრელ ადგილს.
გეტყვით იმასაც, რომ “ევერტონის” ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსიც” გამოთქვამს. თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ბარკლიმ ზაფხულში უკვე უარყო “არისტოკრატთა” წინადადება.
ზაფხულში “კამფეტები” ბარკლის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს იხდიდნენ. სავარაუდოდ, მისი ფასი ზამთარში 20 მილიონამდე უნდა დაეცეს.