ვაკო გვილია: “მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩს უელსის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვაკო გვილიამ უპასუხა.
“მნიშვნელოვანი თამაში გველის. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, მართალია გარეთ ბეილის გარეშე, თუმცა მეტოქეს ჰყავს სხვა ძლიერი მოთამაშეები. გუნდში შესანიშნავი განწყობაა. სამწუხაროა, ოქრიაშვილის მძიმე ტრავმა, თუმცა მას ყველა გვერდში ვუდგავართ და დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება. გვაკლია ანანიძე და მჭედლიძეც, თუმცა რა შემადგენლობითაც ვითამაშებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად”, – აღნიშნა გვილიამ.
საქართველოსა და უელსის ნაკრებთა შორის მატჩი 6 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე და “დინამო არენას” სალაროებში იყიდება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.