“მილანი” იანვარში “ბარსელონას” ნახევარმცველის გადაბირებას შეეცდება
“მილანი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთხელ შეეცდება “ბარსელონას” ნახევარმცველ რაფინიას გადმობირებას, თუმცა “როსონერის” ლონდონის “არსენალის” სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.
იტალიელების ყურადღების არეალში 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელია მოქცეულია, თუმცა რაფინია მშობლიურ “ბარსელონაში” დარჩენას არჩევდა.
Super Deporte-ს ინფორმაციით, ახლა “მილანს” რაფინიას გადაბირების ყველაზე კარგი შანსი აქვს, ვინაიდან ბრაზილიელ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია და ამ კალენდარულ წელიწადში, სავარაუდოდ, ვერც ითამაშებს.
რაფინიას არენდის წესით აყვანა და სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტის სრულად გამოსყიდვის უფლება “მილანისთვის” საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბრაზილიელით “არსენალიც” არის დაინტერესებული, რომელიც 24 წლის ნახევარმცველს მესუთ იოზილის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს.