საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთში ჩავიდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით ჩავიდა. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ბელგრადში ეროვნული გუნდი 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. ბოლო ორი ოფიციალური მატჩის მზადების ფარგლებში გუნდთან ერთად მყოფი ნუკრი რევიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა. თბილისის დინამოს მეკარეს, ქუთაისის ტორპედოს წევრი როინ კვასხვაძე შეცვლის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი),ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია)
დღეს. საქართველოს ნაკრები ბელგრადში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა სერბეთსა და საქართველოს შორის, 9 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახური.