“ლივერპულს” ტიტულის მოგების არანაირი შანსი არ აქვს”
სტეფან ანშომ, “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც “ენფილდზე” 1999-2005 წლების მანძილზე გამოდიოდა, პრესასთან ინგლისური კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრა.
“დაცვა გასულ სეზონშიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა მათთვის და ყველას იმედი ჰქონდა, რომ ზაფხულში ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებდნენ. მართალია, ვან დეიკის გადაბირება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. იმედია, ახლა მაინც დაიმატებენ მინიმუმ ორ ცენტრალურ მცველს.
დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, “ლივერპულს” ტიტულის მოგების არანაირი შანსი არ აქვს. ისინი მუდამ ერთნაირ შეცდომებს უშვებენ, ასე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
ვფიქრობ, მათთვის ოთხეულში მოხვედრაც დამაკმაყოფილებელი იქნება. მაგრამ, თუ ასეთი გოლების გაშვებას გააგრძელებენ, ამ შედეგსაც ვერ მიაღწევენ,”- აცხადებს “წითლების” ექს-ფეხბურთელი.